მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს დაგროვებითი პენსიის შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
საპენსიო რეფორმა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, დაზოგილ თანხას კი პენსიაზე გასვლის შემდეგ დააბრუნებს.
რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს შეხება.
საინფორმაციო შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ადგილობირვი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ



ისტორია






























