მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაზე ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით ხორციელდება მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციიის შესაბამისად, კერძოდ ცვლილება იგეგმება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
ცვლილება შეეხება ააიპ ,,ბათუმის სპორტული ცენტრის“ დაფინანსებას, კერძოდ, იქმნება სუბსიდირების მუხლი, სადაც ასახული იქნება ახალი ღონისძიება სახელწოდებით, ,,ქვიშის საერთაშორისო ჩემპიონატის ღონისძიების ჩასატარებლად თანამონაწილეობა“.
საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 7,000,8 ათასი ლარით იზრდება.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.



ისტორია






























