მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თევზის დღე ბათუმში
07 აპრილი 2019
ბათუმის ბულვარში დღეს თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები. სტუმრებს მათთვის საინტერესო კერძების დაგემოვნების, ასევე თევზის კვებითი ღირებულებებისა და კულინარიული რეცეპტების შესახებ, ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ.
ფესტივალის მიზანი აქვაკულტურის პოპულარიზაცია, ქვეყანაში თევზის წარმოების დარგში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირება, ასევე მათ შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა იყო
მნახველთა რაოდენობა: 3524
ბმულები



ისტორია
































